ტრაგი-კომედია.
35, Mtskheta, Γεωργία

ჩემი სიმშვიდე არის ფორმალური,
ღამით, როცა გძინავს,ვარსკვლავებს ვდარაჯობ.
მე ვარ... როგორ გითხრა?-არანორმალური,
ცხოვრებით ვთამაშობ!
დღეს მაქვს პაემანი შუადღის თორმეტზე,
თუ გსურს მესაუბრე წესებზე,ნორმებზე,
მოგისმენ,მოგისმენ!
მერე ქარს გავატან შენს ყველა ნაბოდვარს
და პეპლის ფრთებივით ფარფატა სიყვარულს,
არ ვიგრძნობ სინანულს,გინდა დავიფიცო,
რომ მე და სინანულს
ბრძოლები გადაგვხდა უხმლო და უსისხლო,
რომ ჩვენ გვეცოტავა ეს ჩემი სხეული,
ხოდა, გავიყარეთ უხმოდ და უსიტყვოდ.
..............................
დღეს ჩემი ნიღაბი არის ფორმალური
და ჩემი ცხოვრება, - ტრაგი-კომედია...
და მე, მთავარ როლში...
..........................
არანორმალური სევდა მომერია...

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά