14.12.2011
dagxatav
41, Tbilisi, Γεωργία

18:22

დაგხატავ, მაგრამ როგორ დაგხატო!
ვინც უყვართ ნეტავ როგორ ხატავენ?!
ეგ სინატიფე რით გამოვხატო, რით გამოვხატო ეგ სისადავე?
როგორ გავანდო უსულო ტილოს რაც დღემდე გულით მიტარებია ?!
მთელი ცხოვრება რომ ვიცოდვილო როგორ დაგხატავ შვლისთვალებიანს?
სად არის ახლა ფერი იმგვარი მაგ თვალთა ფერთან მივიდეს ახლოს?
რით დავატყვევო ტილოში ქარი და სული შენი რით გამოვსახო!
რით გამოვხატო იების სუნთქვა, ატმის ყვავილთა უმანკო ფეთქვა!
სურათს ისეთი თქვი რა ჩავუთქვა, რაც მე ამ ლექსით მინდოდა მეთქვა!.

ответить

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά