მომეწონა
41, Αθήνα, Grčka

ახლა ვეღარაფრით გამაკვირვებ, ქარმა ფოთოლიც არ შემარჩინა... ორგულთა სიმრავლე არ მატირებს, — ერთგულთა სიმცირემ შემაშინა. დაე, იქუხოს და გაავდარდეს, ცხმორთან, ანანურთან, შენაქოსთან, დიდი სიძულვილი არ მადარდებს, — მცირე სიყვარულმა შემაშფოთა. სულო, სულ სიზმრებში მიხიზნულო, ტალახს ვისი ხელი არ გაყრიდა... იმას რა მოვკითხო, ვინც გყიდულობს, ჯავრი იმისი მჭირს, ვინც გაგყიდა. ლურჯი ბილილები დამკარგვია, დამრჩა სახე ცრემლით ნაღარავი... მახვილის სიმრავლე რას გარგია, მკლავი, მომქნეველი, აღარ არი. ახლა ვეღარაფრით გამაკვირვებ, ქარმა ფოთოლიც არ შემარჩინა... ორგულთა სიმრავლე არ მატირებს, ერთგულთა სიმცირემ შემაშინა.

12 pregleda
 
Komentari

Još nema komentara.
Ostavi komentar, započni diskusiju!

Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta