ცხოვრება მშვენიერია...
50, Tbilisi, Gürcistan

დროის ათვლა ჩემო შენით დავიწყე
ნაღდად ვიცი შენზედვე დამთავრდება
აღარ ვიცი წუთისოფლის ანბანი
სად იწყება ანდა სადღა მთავრდება

ამ ჩემს სულში შემოჭრილო გრიგალო
აღარ ვიცი საით გაგაგრიალო
დამიმსხვრიე გულის შუშაბანდები
გიჟად ვიქეც გამიჩინე დარდები

არც ია ხარ და არც მისი დობილი
ენძელა ხარ მინდვრის ხელვით შობილი
მე სიო ვარ ძლიერ ქართა ძმობილი
შენს სიყვარულს ალალად მინდობილი

20 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor