qartveli deda :))
31, Tbilisi, Gürcistan

მხოლოდ საქართველოში: დედა ეუბნება შვილს,როდესაც მას რამე უჭირს ,,ვაიმე შვილო,შენ მოგიკვდეს ჩემი თავი”. მხოლოდ საქართველოში: დედა სიცოცხლის ბოლომდე ეხმარება შვილს მიუხედავად იმისა,მას უჭირს რამე თუ არა. მხოლოდ საქართველოში: დედას როგორ ძალიანაც არ უნდა ჭირდებოდეს ექიმთან წასვლა,უკანსაკნელ კაპიკსაც შვილს მისცემს, იმ ფიქრით რომ, ,,ჩემს შვილს გულს არაფერი დააკლდეს თანატოლებში არ დამეჩაგროსო”. მხოლოდ საქართველოში: დედა ასე მიმართავს შვილს, ,,ჩემო ერთა” ჩემო ოცნება, ჩემი სიყვარული ,ჩემი სიცოცხლე,ჩემი ანგელოზი. მხოლოდ საქართველოში: დედას შეუძლია გვიანობამდე არ დაიძინოს და დაელოდოს,თუ მისი შვილი სახლში არ არის, მხოლოდ საქართველოში: მხოლოდ ქართველი დედა ოხრავს ძილში,ისე სევდიანად,რომ თვალზე ცრემლი მოგადგება მის შემყურეს. მხოლოდ საქართველოში: მხოლოდ ქართველი დედა ზრუნავს შვილზე ისე რომ მისნაირად, შვილზე ვერავინ და ვერასოდეს იზრუნებს. მხოლოდ საქართველოში: მხოლოდ ქართველი დედა,შვილზე დარდით,შეიძლება გაჭაღარავდეს და გადაჰყვეს მასზე დარდს. მხოლოდ საქართველოში: მხოლოდ საქართველოში უჯდება შვილი დედას კალთაში,სრულწლოვანიც კი,დედა თავზე ხელს უსვამს და ამხნევებს, ,,შვილო დედის კალთა ხომ მაინც ყველაზე ტკბილია”. მხოლოდ საქართველოში: შვილმა შეიძლება დედა ანერვიულოს და მეორე წუთს დედა მას თვალებს უკოცნიდეს. მხოლოდ საქართველოში: დედები მზად არიან საკუთარი სიცოცხლე დათმონ შვილების სანაცვლოდ,სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მხოლოდ საქართველოში: 20 წლის დაქვრივებული დედა მზად არის, საკუთარი დარჩენილი სიცოცხლე შვილებს მიუძღვნას და მამინაცვალი არ დაუსვას სახლში. მხოლოდ საქართველოში: ყველაზე თბილად იხუტებს დედა,შვილს. მხოლოდ საქართველოში: დედას შეუძლია შვილის გულისთვის ყველანაირი ფიზიკური და ფსიქიკური შეურაცხყოფა აიტანოს. მხოლოდ საქართველოში: დედა ნერვიულობს მის შვილს საჭმელი ნაჭამი აქვს თუ არა, და თუ ნაჭამი აქვს,ეყო თუ არა მას ეს საჭმელი. მხოლოდ საქართველოში: მხოლოდ ქართველი დედა ეუბნება შვილს: ,,დედა გენაცვალოს”. მხოლოდ საქართველოში: მხოლოდ ქართველ დედას შეუძლია იტიროს შვილთან ერთად. მხოლოდ საქართველოში: მხოლოდ ქართველ დედას ჰგონია თავისი შვილი,ყველაზე ლამაზი,ყველაზე ჭკვიანი,ყველაზე კარგი. მხოლოდ საქართველოში: დედა სცემს შვილს ტაკოებზე,და თან ფიქრობს,რომ რამე არ ატკინოს. მხოლოდ საქართველოში: მხოლოდ ქართველ დედას შეუძლია მორწყას ცრემლებით,შვილის საფლავი. მხოლოდ საქართველოში: მხოლოდ ქართველი დედა ამბობს,რომ ჯობია მისმა შვილმა იტიროს დედა,ვიდრე დედამ იტიროს შვილი. მხოლოდ საქართველოში: მხოლოდ ქართველი დედის ცრემლია,ყველაზე წმინდა ცრემლი,რომელიც კი ამ ცოდვილ დედამიწაზე დაცემულა. მხოლოდ საქართველოში: მხოლოდ საქართველოში დედა არის ყველა სიწმინდის,სიკეთის,ყველაფერ კარგის და ლამაზის დამტევი სიტყვა. მხოლოდ საქართველოში: მხოლოდ საქართველოში,მხოლოდ ქართველ დედებს,მხოლოდ მათ შეუძლიათ შვილების მთელი გულით და არსებით სიყვარული. და იცით რა?? მოეფერეთ დედებს,მათ იცი რა მაგრად უყვარხართ...

51 views
 
Yorumlar
Osksos 23.10.2017

Cudi araa

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor