შემაჩვია გასაჭირი ყოფამ,
შევაჩვიე გასაჭირი ბრძოლას.
ვერ დაჯაბნა დამარცხებამ გული
არ შეუდრკა გაელვებას, ქუხილს,
არ გარია ნათელ ფერში მუქი,
არ გაივლო არავისზე ცუდი.
კვლავ უღიმის და უხვდება მედგრად
მას ვინც დღესაც შებრძოლებას ბედავს...
თვალი მაინც ცუდში კეთილს ხედავს,
არ აკარებს საზრუნავებს წყენას.
ჯერ შორს არის დასასრულის ტიტრი!
შიგნით რაღაც უმოწყალოდ იბრძვის...
უფრო ხშირად, გამალებით ყვირის
გონებაში გამარჯვების ფიქრი.
ჯერ შორს არის დასასრულის ტიტრი!
შიგნით რაღაც უმოწყალოდ იბრძვის..
ბრძოლის ჟინით სავსეა სტრიქონები და კიდევ "ნათელი ფერებით".
მადლობის მეტი რა მეთქმის, ასეთი შეფასებისთვის :-)
უფრო ხშირად, გამალებით ყვირის
გონებაში გამარჯვების ფიქრი.
:)