მე მოქანდაკე ვიქნები შენი...
32, Poti, Gruzja

მე მოქანდაკე ვიქნები შენი,
დაგხატავ გრძელი, ლამაზი კაბით,
დაგხატავ ქარში გაშლილი თმებით,
ცაში ვარსკვლავად ანთებულს ღამით.

მე მოქანდაკე ვიქნები შენი,
ქვაზე ამოვჭრი შენს სილამაზეს,
ალუბლებივით შეფერილ ტუჩებს,
ანგელოზივით უმანკო სახეს.

Liczba odwiedzin: 3
 
Komentarze

Na razie nie ma żadnych komentarzy.
Dodaj komentarz aby rozpocząć dyskusję!

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut