წვიმიანი საღამო
39, Zugdidi, Gruzja

წვიმიანი საღამო,მოწყენილი თვალები
რაღაც ცუდის ლოდინი..უმიზეზო ლოდინი..
სევდიანი აკორდი..
ნეტავ რატო ავმღერდი ამ სევდიან აკორდზე?
იქნებ წვიმა მომწყინდა? ალბათ ასეც იქნება..
იქნებ შენთან მომინდა?ალბათ ასეც იქნება..
ვერ გავიგე რა უნდა? რაზე ჩივის ეს სული?
რატომ აფორიაქდა...
ნუთუ ცუდი მოხდება..ალბათ ასეც იქნება..
განა გაუჭირდება?განა დაიგვიანებს..
მე არ ვიცი რა უნდა,რაზე ჩივის ეს სული
ალბათ აფორიაქდა..შენზე აფორიაქდა..
 

Liczba odwiedzin: 0
 
Komentarze

Na razie nie ma żadnych komentarzy.
Dodaj komentarz aby rozpocząć dyskusję!

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut