თმა ნათავთუხარი შუადღის ხანძარი,
ზვირთების მორევში ჩაგიტანს უცილოდ,
სახე თეთრყირმიზი და ბაგე მარჯანი,
თვალები ცისფერი,ცისფერი უძირო.
გონგადაკლული როდესაც გიყურებ,
მხიბლავს ბოტიჩელის შუქ-ჩრდილთა ამოდ ქმნა,
რომელმა ვარსკვლავმა აგინთო შუქურა,
ან რა დიდოსტატის ყალამმა ჩამოგქნა.
წამს გაოგნებისას ნეტა თუ ენება
მზერას გამოსტაცოს ფარული გულის ხმა.
შენს ხატზე ვილოცებ,თუკი ეგ მშვენება
არის აჟღერება შენეულ სულისა.
მაგ დათლილ ნაკვთებთან სიმრუშის აღრევა
რა საკადრისია,რა მოსატანია,
წმინდა ჰარმონიის ვაგლახ დარღვევა
გონების მახვილთვალს ვერ აუტანია.
უსიერ წყვდიადის სიტურფით მპობელო,
ძნელია მაგგვარი გათიშვის ატანა,
იყავ უმაღლესი ზნეობის მპყრობელი
მშვენების მისხალსაც ნუ მისცემ სატანას.
მრუდე განვირიდე ფიქრების ნაკადი,
მაგ ქართველ ქალობის ხელყოფას ვშიშობდი,
შენს მაღალ მშვენებას,დედოფლის საკადრისს,
სულის სისპეტაკე შეშვენის ღვთისმშობლის.
და შენმა სახელმა იცისკროს,იბრძოლოს,
საწუთრო მოხატოს ვარსკვლავთა კამარით,
სულში ჩაგეღვენთოს ღვთაებრივ სიმბოლოდ
დედა მარიამი,ქეთევან,თამარი.
ძალიან მაგარი ლექსი:)))
გაიხარეთ!!!
მადლობა თქვენ:))
კარგია.. გაიხარე თამრი :-{}
წამს გაოგნებისას ნეტა თუ ენება
მზერას გამოსტაცოს ფარული გულის ხმა:)
ra kargia rom shen isev aq xar!)*
მადლობა ჯუდ,მიყვარს თქვენთან ყოფნა:)
სულში ჩაგეღვენთოს ღვთაებრივ სიმბოლოდ
დედა მარიამი,ქეთევან,თამარი
ეს ლექსი "თმა ნათავთუხარი"- ასე ვეძახი, მიყვარს ძალიან! და მერაბიც მიყვარს!!! :-)
მეც ძალიან მომწონს,და მინდოდა"თმა ნათავთუხარი "დამეწერა.მერაბ კოსტავა კი აურყევი სულის ადამიანად დარჩება ჩვენს წარმოსახვაში:)