ჭიქას ავიღებ და შენ მელანდები
45, Tbilisi, Georgia

ჭიქას ავიღებ და შენ მელანდები
წითელი ღვინოში ხატებად გხედავ
რომ გამოვცალო დამენანება
გულში გავივლებ-სადა ხარ ნეტა?
მე მებადური ვხდები ოცნების
ხარ ოქროს თევზი ამ ჭიქის ფსკერზე
მე და ოცნება ერთად ვერთობით
გეალერსებით ჩამოშლილ თმებზე
და მე გამოვცლი ღვინოს ჭიქიდან,
შენ გამიქრები ღვინოსთან ერთად,
ჩამოვასხამ და ისევ ახლიდან,
დამიბრუნდები მიკავებ სევდას.
მოდით დამწამე ეხლა სიმთვრალე,
მოდით მიიღეთ ჩემი ფიქრები,
მოვესწრებოდე ჩვენ ერთად ვიყვეთ
მაშინ ფხიზელიც მთვალი ვიქნები...
 

7 skatījumu
 
komentāri
agni121 11.04.2010

მოდით დამწამე ეხლა სიმთვრალე,
მოდით მიიღეთ ჩემი ფიქრები,

ninosha 11.04.2010

მე მებადური ვხდები ოცნების
ხარ ოქროს თევზი ამ ჭიქის ფსკერზე
მე და ოცნება ერთად ვერთობით
გეალერსებით ჩამოშლილ თმებზე”

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes