არ გამაღვიძოთ სამყარო მტკივა
39, Tbilisi, Gruusia

ვცდილობ დავხუჭო თვალი და მოვწყდე ამ ცხოვრებას, რომელშიც მხოლოდ რამდენიმე ადამიანისთვის ვცოცხლობ...
მინდა დავივიწყო დედამიწის განცდები და ფიქრები, მაგრამ ვერ ვბედავ...
სიცოცხლე მაწვალებს, მაგრამ მაინც ვიბრძვი მისთვის!.. პრობლემები მაქვს, თუმცა არ ვიმჩნევ!
ამაყი ვარ, ამაყი ვარ და ჩემს დარდს არავის ვახვევ თავზე!
ბილიკს ვერ ვხედავ მომავლისაკენ, მაგრამ მე ვიკვლევ...
ვეძებ მომავალს პრობლემის გარეშე, თუმცა მას უპრობლემოდ აზრი აღარ აქვს...
სიზმრებში მოდიან ნანატრი წუთები და მე კი სამყარო მაწვალებს, გულს მიღრღნის!!!...
კართან რომ მოხვალთ ნუ დააკაკუნებთ!
არ გამაღვიძოთ სამყარო მტკივა!...

2 vaatamisi
 
Kommentaarid

Kommentaare veel ei ole.
Lisa kommentaar, ole esimene!

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.