miyvarxar dedikooo
31, Kutaisi, Gruusia

მოწყენას მისას როდესაც გრძნობენ,

იქუფრებიან თვალები ნისლით.

თუ გავამსხვრიე განგების ღობე,

პირველად დედის ჭაღარას ვიხსნი.


ფიქრები ღლიან ისედაც დაღლილს,

სამრეკლოსავით ფერმკრთალს და ხნიერს.

თუ დეკემბერშიც აენთო ბაღი,

პირველად დედას დავუკრეფ იებს.


დედის მანდილში აპრილი გალობს,

ვით დაფიონი ფხოვეთის მთებში.

თუ უკვდავების ვიპოვნე წყარო,

პირველად დედას მივუტან პეშვით.


ნანინას ნამი აკვანზე ელავს,

როგორც რტოებზე ღიმილი ფესვთა.

თუ სივრცეებში შევძელი ფრენა,

პირველად დედას ავიყვან მზესთან








3 vaatamisi
 
Kommentaarid

Kommentaare veel ei ole.
Lisa kommentaar, ole esimene!

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.