მენატრები, უსასრულოდ მენატრები,
41, Tbilisi, Georgia

მენატრები, უსასრულოდ მენატრები,

ტიალ ფიქრებს ვერაფერი მოერევა,

დაღამდება, ძველებურად მემალები,

თეთრი მთვარე მტირალ ტირიფს მოეხვევა.

შენზე ფიქრებს ბობოქარ ზღვას მოვუყვები,

მე კვლავ ისევ უშენობა მელოდება,

შავ მორევში შავი ფიქრით ჩავეშვები,

აღელდება ზღვა, საოცრად აღელდება.

გიხმობ, სად ხარ? უკვე ძალზე გვიანია,

მე კი ისევ გელოდები, დავიღალე,

შენ მითხარი, დრო ყველაფრის მკურნალია,

რა ვქნა, თუ მეც ამ დიდ დროში დაგეკარგე.

ალბათ, მოხვალ, სიყვარულზე მომიყვები

და ჩემ გარდა რომ არავინ გყვარებია,

ოცნებებში შენი სახე დახატულა,

მონატრების სევდა ჩემზე ძლიერია..

4 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes