Дневник пользователя tylarchi

tylarchi
32, Поти, Грузия

20.03.2014

ცოლ–ქმარი ქორწინების 35 წლისთავს ზეიმობს რესტორანში.უცებ გაჩნდა ფერია და ეუბნება:"იმის გამო,რომ 35 წელია ერთად ხართ – ჩაიფიქრეთ სურვილი". ცოლი:"მინდა ვიმოგზაური ჩემ ქმართან ერთად".ერთ წამში ლაინერის ორი ბილეთი ხელში აქვს...ქმრის ჯერია.მამაკაცმა იფიქრა,იფიქრა და ამბობს:"ეს ყველაფერი კარგია,მაგრამ ესეთი შანსი ცხოვრებაში ერთხელ გეძლევა კაცს... მინდა ცოლი ჩემზე 30 წლით უნცროსი!"...ცოლი შოკშია,ფერია შოკშია... მაგრამ სურვილი სურვილია...და ერთ წამში ქმარი 92 წლის მოხუცი ხდება.
**************************************************
მორალი: მამაკაცებო გახსოვდეთ – ფერიები ქალები არიან.


ამერიკაში ემიგრირებული 15 წლის ებრაელი ბიჭი ერთ-ერთ კანტორაში შევიდა‚ იქნებ ჩემთვის რამე სამსახური გქონდეთო.

– თქვენი განათლება‚ რა გაქვთ დამთავრებული?

– არაფერი...

– თქვენთვის არანაირი სამსახური არ გვაქვს...

გაბრაზებული ბიჭი გამოვიდა‚ იყიდა ორი ფორთოხალი‚ ჭიქაში ჩაწურა‚ გამვლელს მიჰყიდა‚ შემდეგ ოთხი ფორთოხალი იყიდა‚ კვლავ გამოწურა წვენი‚ ისიც გაყიდა... შემდეგ წვენსაწური იყიდა‚ შემდეგ პატარა წვენგამოსახდელი საწარმო ააგო... გახდა მილიონერი და მასთან ინტერვიუს ასაღებად ჟურნალისტი მივიდა:

– ასეთ წარმატებას მიაღწიეთ‚ ასეთი ქონების პატრონი გახდით‚ ალბათ უაღრესად განათლებული ხართ‚ რა დაამთავრეთ?

– არაფერი‚ გაუნათლებელი ვარ.

– ღმერთო ჩემო‚ ვერც წარმომიდგენია‚ თქვენ რომ რაიმე განათლება გქონოდათ‚ რას მიაღწევდით...

– მე გეტყვით: რიგით თანამშრომლად ვიმუშავებდი – ჯერ კანტორაში‚ შემდეგ ოფისში.


ვაშლის ღვეზელის რეცეპტი მამაკაცებისთვის გასაგებ ენაზე:
1. აიღეთ მაცივრიდან 10 კვერცხი, დადეთ მაგიდაზე დარჩენილი შვიდი და მოწმინდეთ იატაკი. სხვა დროს უფრო ყურადღებით იქნებით.
2. აიღეთ თასი და მის კიდეზე ჩატეხეთ კვერცხი. ჩაასხით კვერცხის შიგთავსი თასში
3. მოწმინდეთ მაგიდაზე დაქცეული კვერცხი აკურატულად. მაშ ასე: თასში გვაქვს 5 კვერცხი.
4. ახლა აიღეთ მიქსერი, გაუკეთეთ სათქვეფი ჯოხები და დაიწყეთ თქვეფა. ახლა სცადეთ და კიდევ ერთხელ დაუმაგრეთ ჯოხები - ამჯერად საიმედოდ. ათქვიფეთ.
5. მოიბანეთ სახე, ყელი, ხელები. საბოლოოდ, თქვენ თასში დაგრჩათ ორი ათქვეფილი კვერცხი. სწორედ ამდენი გჭირდებათ ღვეზელისთვის!
6. დაამატეთ შაქარი - წინასწარ გასინჯეთ, ხომ ნამდვილად ტკბილია?
7. სამზარეულოს ტექნიკასა და ავეჯს გაზეთები ან რაიმე ქსოვილი გადააფარეთ - ფქვილის ჩაყრის დროა!
8.…


01.10.2014

ამ მაჩვენებლით ბოცვერი კურდღელს 2,5-ჯერ ჩამორჩება. ადამიანს ეს ვირზე მესამედით მცირე აქვს, ხოლო ყველაზე დიდი მაჩვენებელი სპილოს ეკუთვნის. რას აღნიშნავს ეს მაჩვენებელი?


16.10.2014

ერთ მშვენიერ ქალბატონს ჰკითხეს
რა კოსმეტიკურ საშუალებას იყენებთ, რომ შეინარჩუნეთ ასეთი სილამაზე?
მან უპასუხა:-
- ტუჩებისთვის ვიყენებ სიმართლეს,


10.06.2013

მოხუცი საზამთროს ყიდის ბაზარში კედელზე კი აბრა ააქვს გამოკრული" ერთი საზამთრო -სამი ლარი. სამი საზამთრო - ათი ლარი.

უახლოვდება ახალგაზრდა და ყიდულობს ერთ საზამთროს 3 ლარად ,მერე მიდის და ხელმეორედ ყიდულობს საზამთროს 3 ლარად ,მესამეთაც მიდის და ყიდულობს საზამთროს 3 ლარად მესამეჯერ.

—უყურე , ვიყიდე სამი საზამთრო 9 ლარად, არ იცი ვაჭრობა ეუბნება მოხუცს ახალგაზრდა ნიშნისმოგებით!
მოხუცმა თვალი გააყოლა:
-აი ასეა ყოველთვის -ყიდულობენ სამ საზამთროს ერთის მაგივრად და მერე მე მეუბნებიან ვაჭრობა არ იციო ...)))


09.01.2013

მიუშვით ვნებები თავიანთ ნებაზე,

ჩააცვით ალერსის გარყვნილი თავშალი,
გახდით სიყვარულის შეშლილი მარშალი,
სიყვარულს ჩურჩულით აკოცეთ კეფასთან.
მიეცით სიყვარულს,სიგიჟის უფლება,
პერანგის მკლავები დაგრძელდეს ფერებით,
დაუწყეთ კეფასთან სულს გასაუბრება,
ჩურჩულზე დაბალი,მთრთოლვარე ბგერებით.
დაბანეთ წყვილებმა ერთმანეთს ტანები,
ჟინმოწყურებული ამბორის ამალით,
აავსეთ ფრაზები სულ გამოტანებით,
უაზრო თემებით,აღზნებით,დამალვით.
დაწექით იმდენად პატარა ლოგინზე,
გინდა თუ არ გინდა ერთურთზე გეძინოთ,


19.09.2013

n


ქალი რომ დაგითქვავს პაემანს თავისთან

დაგხვდება გამომწვევ კაბით და მკლავებით,

შენ უნდა გახსოვდეს რომ უცხო არის და

დაკეტე ზურგსუკან ოთახის კარები.

არ უთხრა ყავაზე გადაჭრით უარი,

ალკოჰოლს თუ დალევთ, მან მეტი დალიოს,

როდესაც დათვრება გულდასმით უარეთ

რომ შენმა ფიქრმა და ზრუნვამ გადარიოს.
ლექსი წაუკითხე ალერსზე ხმადაბლა

ეცეკვე მგზნებარედ, თამამად, უხეშად

ასწავლე ტუჩებით ტუჩებზე გადაბმა

და კოცნა აქციე სევდიან ნუგეშად.

უთხარი, რომ მისი სუნისგან ირევი

რომ მისი სხეული აპრილზე ნაზია

დათვალე კაბაზე ნამცეცა ღილები

პეპლებად დაბერილ მკერდზე რომ აზიაn

აჩვენე ნიღაბი, რომელსაც მოიხსნი

მიხვდეს რომ მარტო ხარ და მისით აივსე,

მსუბუქი მისი თმა სახეზე მოისვი,

ბევრი ესაუბრე ვნებაზე, მაისზე.

გაჩუმდი როდესაც დაიწყებ ფერებას.

რამე რომ ზედმეტი წამოგცდეს, ინანებ

ჯობია აჩვენო ვნების გახელება

და მერე დაღლილმა თვალები მინაბდე.

ახლა მან დაიწყოს ზრუნვა და გიაროს,

ოთახში მთავრის შუქს…


Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут