Дневник пользователя natia

natia
39, Тбилиси, Грузия

""ქალი პატიოსანიც და პატიოსანიც და უპატიოსნოც,საბრალოა ,ღმერთმანი,სიყვარულშიც საბრალოა და ღალატში და გაუტანლობაში ხომ ცოდვაა და ცოდვა"

ეს სიტყვები გახლავთ ოტია იოსელიანის რომანიდან"ქალი გამოვიდა საღალატოდ" ვისაც ეს წიგნი წაგიკითხავთ ქალბატონებო უთუოდ მოგხვდებოდათ გულს,ღალატი ხომ ყველაზე მტკივნეული თემა ქალის ცხოვრებაში..მამაკაცებო,აი თქვენი კი ნამდვილად არ ვიცი..თუმცა ადამიანი იმედით ცოცხლობსო და მეც იმედს დავიტოვებ.."ჩვენსასაც გაიგებთ ოდესმე ჩვენებურად"

მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ თქვენს გვერდით მყოფი ქალი აქციოდ ბედნიერად და აიყვანოთ მოწოდების სიმაღლეზე...

"ქალი პატიოსანიც და უპატიოსნოც,საბრალოა,ღმერთმანი."

სრულებით ვეთანხმები ოტიას მაგრამ ერთი ფიქრი ამეკვიატა და არ მასვენებს რომელი უფრო საბრალოა?

ცოლი,შენი შვილების დედა,რომელიც გიყვარს, პატივს სცემ,მაგრამ მაინც ღალატობ თუ საყვარელი რომლისკენაც მუდამ ილტვი,სწირავ და შეურაწყობ ყველაზე წმინდას რაც გაგაჩნია…


  1. იძახიან რომ უმწეო ჩვილიც კი ცოდვილი იბადება, არა და ისიც ხომ სიყვარულის ნაყოფია! რომ არა სიყვარული არც მე არ ვიქნებოდი დღეს ამ ქვეყანაზედ. ყველაფერი სიყვარულით იწყება შეხვდები ადამიანს, რომელიც ცოტა ხანში შეგიყვარდება ჩათვლი, რომ ის შენი ცხოვრების სიყვარულია. განა არ ვიცი რა ძნელია უსიყვარულოდ ყოფნა... გარკვეული ხნის მერე შექმნი ოჯახს და დაიბადება ის, ის სიყვარულის ნაყოფი, რომელიც გააბედნიერებს უამრავ ადამიანს!.. ასეთია წარმოდგენა 10 წლის ასაკში იმის შესახეებ თუ რა არის ბედნიერება. თითოეული განვლილი წლის შემდეგ ხვდები, რომ ბავშვური ცხოვრება ქრება, მიდის წლები და ის პატარა უმწეო ბავშვი იზრდება და ხვდება, რომ ცხოვრების ერთადერთი ნათელი წერტილი ოცნებაა. მე თუ მკითხავ ადამიანებს…



ნამდვილი სიყვარული ალბათ ნიჭია.. რომელიც მხოლოდ რჩეულთა ხვედრია.. რომელიც წმინდა, ამაღლებული, უმანკო, ნაზი და სათუთია..
იცით რა ბედნიერებაა იმის გაცნობიერება რომ შენ გაქვს ნიჭი.. ნიჭი გიყვარდეს.. ნიჭი გენატრებოდეს.. ნიჭი აღმერთებდე.. მისი არსებობაც კი რომ ბედნიერებას განიჭებდეს... მისი სიხარულით რომ ხარობდე და მისი ტკივილი რომ გტკიოდეს..
სიყვარული ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის.... როცა გრძნობა იბადება გულში მთელს შენს ცხოვრებას, ფიქრებს, აზრებს იპყრობს... მთელი ცხოვრება მხოლოდ შენს საყვარელ ადამიანს უკავშირდება.. მასთან რაგაც უხილავით ხარ მიჯაჭვული და გასაქანს არ გაძლევს..
ნამდვილი სიყვარული მარადიულია.. ის არასოდეს ქრება უკვალოდ და დიდ ტკივილსაც ტოვებს სულში...დიდი დრო და სიძლიერეა საჭირო იმისთვის რომ სიყვარულით გამოწვეული სიგიჟეების, მძაფრი განცდებისა და ეიფორიებისაგან განთავისუფლდე... ამას…


გაუფრთხილდით ერთმანეთს და ისწავლეთ ერთმანეთის პატივისცემა ! ერთხელ მოვდივართ ამ ქვეყანაზე და რატომ უნდა გავამწაროთ ერთმანეთი ? ! ვიცხოვროთ მშვიდად . გაიხედეთ ცოტა შორს და იზრუნეთ თქვენს სულზეც ! ნუ მიცემთ იმ ბოროტს საშუალებას რომ თქვენ გამოგიყენოთ ! უპირველეს ყოვლისა თქვენ სულს აზიანებთ ამით ! ჩემი გულწრფელი რჩევაა გაუფრთხილდით ერთმანეთს და გიყვარდეთ ერთმანეთი !! ამ ქვეყნად ყველაფერი წარმავალია ..იცხოვრე ისე, რომ მაგალითი იყო სხვებისთვის, მაგრამ შენი მხრიდან ნუ შეეცდები, გამოაჩინო შენი კეთილი საქმეები და მითუმეტეს, მხოლოდ ადამიანთა თვალწინ ნუ აღასრულებ მას – ეს ნუ იქნება შენი მიზანი სიკეთის ქმნისას. სანთელი წვას განაგრძობს, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა იქ ადამიანები; ასევე…


დედა, დედიკო, დე..სიტყვა რომელმაც ასაკი არ იცის,ერთადერთი დაუვიწყარი ადამიანი არის დედა.განა მარტო ადამიანი?ჩნდება კითხვა და პასუხიც რატომღაც უმალვე მოდის, არა! დედა ანგელოზია.. ანგელოზი რომელსაც უხარია თავისი ბავშვის კარგი და ტკივა ცუდი, ანგელოზი რომელიც ისჯება თავისი შვილის შეცდომების გამო და ბოლოს ,ანგელოზი რომელსაც ყველაზე მეტად უყვარხართ,უხარიხართ, ზრუნავს თქვენზე და ცდილობს არაფერი მოგაკლოთ, თგვენგან კი მხოლოდ ერთს ითხოვს,იყოთ კარგები.მაგრამ ჩვენ ნაკლებად ვცდილობთ ამ ყველაფრის დაფასებას, ან ისე არ გამოგვდის როგორც გვინდა, ფაქტი ერთია ,რომ დედის ამაგის გადახდა შეუძლებელია.დედა სიცოცხლის წყაროა, სიცოცხლის რომელიც მის გვერდით საუკუნოდ გვეჩვენება,სანამ ის გვყავს მანამ ბავშვები გვგონია თავი და სიბერე არ გვიწერია,ის არის ჩვენთვის ყველაზე კარგი ექიმი,მრჩეველი,სიხარულის გამზიარებელი,…


21.08.2012

გუშინ რომ დავფიქრდი, ცრემლებმა წამლეკა,
ტალღებში ცურავდა ბუმბულის ბალიში.
გიჟივით ვკითხულობ,_არავინ დარეკა?
სხვა თუ არაფერი კითხვას ნუ დამიშლი.

არადა ჰაერიც ლოდივით დამძიმდა,
მინდა ამოვგლიჯო ტვინს მეხსიერება,
ხვალიდან სხვა ახალ ცხოვრებას დამპირდა,
ხვალიდან მექნება სხვა ბედნიერება.

არა, მოგატყუე, ჯერ ისევ მარტო ვარ,
ცრემლის მარგალიტებს ვამზადებ სულელი,
ვიცი, რომ ყალბი და ნაკლებად სანდოა,
მაგრამ სიყალბესაც აქვს შენი სურნელი.

გულმა ვერ იპოვა მეორე სიხშირე,
ახლა ჩემს სარკმელთან დგას წვიმის თარეში,
დუმილს ვერ ვუძლებდი, რა მექნა?_ ვიყვირე,
ავიღე ქოლგა და კიბეზე დავეშვი.

ქუჩაშიც ჩავფიქრდი, ცრემლებმა წამლეკა,
იცი, მენატრები, არადა გაგიშვი.
გიჟივით ვჩურჩულებ,_არავინ დარეკა?
სხვა თუ არაფერი, ჩურჩულს ნუ დამიშლი.


santeli davante,saubari mindoda mastan,me avuxseni rom ver shevdzlebdi sicocxles sxvastan,titqos santelmac igrdzno,chumad atirda da misi cremlebi chems magidas chumad awvimda,tiroda mere chemtan didxans santeli,is chemtan ertad ganicdida chems martoobas,santeli mixvda tu rogor mindoda me sheni naxva,undoda ragaca etqva magram utqmelad chaqvra......


ვიცი წახვალ დამტოვებ მალე
სევდიანს,მტირალს,ძლიერ მწუხარეს...
შორით იქნები ჩემგან წასული
მე გულს მომიკლავს ჩვენი წარსული.
წარსულის ფიქრით ვიცხორებ ქვეყნად,
დაველოდები შენს მობრუნებას..
ვინ იცის საით,როგორ,რას ფიქრობ?!
ვინ გენატრება და ვინ არც გახსოვს..
მაგრამ სევდიან მოგონებებში,
გულჩათხრობილი როცა იქნები,
როცა სამყაროს შენად აღარ თვლი,
ვინ იცის იქნებ მოგაგონდები,
მოგაგონდება წარსული შენი
მოგაგონდება ნუ დაღონდები ;
შენ მე არასდროს დამაიწყდები
შენ ხარ უცვლელი და ერთადერთი!
თვალცრემლიანი, სევდამორევით
მე გავიხსენებ შენს ყოველ ნაბიჯს
გამახსენდები კითხვა გაჩნდება
როდის ბრუნდები არ გენატრები?
მაგრამ ვიცი რომ შენ ამას ვერ იგებ
და სევდიანი დაგელოდები
დაველოდები შენს დაბრუნებას
ვინ იცის იქნებ..არც დაბრუნდები ....



(ხმები: 2)



minda siyvarulshi shegedaro chanaxati
როცა არც გშია, არც გწყურია, არც გცივა..
სახლიც გაქვს და პრობლემებიც არ გაწუხებს, მაგრამ გტკივა სული.
ადამიანი როდესაც შენში აღწევს და გრძნობ, რომ უძლური ხარ, შენ არაფერი შეგიძლია, ვერაფერს გახდები, რადგან ეს ცხოვრებაა, ცხოვრებას კი რაც არ უნდა არგუმენტები მოვიტანოთ სიყვარული ამოძრავებს.
ცხოვრება უმნიშვნელოა სიყვარულის გარეშე,
ეს სიტყვა არასოდეს გაუფასურდება.
დრო როდესაც, ნებისმიერი ასაკის ადამიანი ერთნაირად სუსტდება, როდესაც ადამიანი ხვდება, რომ ცხოვრება ძალიან უაზრობაა.
საათობით ვზივარ და მივჩერებივარ ერთ წერტილს, ვგრძნობ, ვგიჟდები.
იძახიან სიყვარული ადამიანს არ კლავსო, მაგრამ ილუზიების და ოცნებების დიდ, უზარმაზარ მორევში მიითრევს.
ვგრძნობ, მთელი სამყაროს შეცვლა შემიძლია თუ მოვინდომებ, შემიძლია გავაკეთო ის რაც ჯერ არავის გაუკეთებია,
ისიც შემიძლია, რომ დავწერო…


← предыдущая 1 2 следующая
Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут