Дневник пользователя nica5

nica5
34, Тбилиси, Грузия

წითელ ვარდებში გადაშლილი თეთრი ვარდი ხარ, მაგრამ, შენ მაინც მოწყენილი, რატომ დადიხარ? დარდი არ გშვენის ჩემო კარგო ქვეყნის თვალი ხარ, მზე იმალება რომ შეგნიშნავს განზე გადიხარ, ყველა გზას გითმობს, ვინც შეგხვდება რა ლამაზი ხარ, შენ ხომ ვარდებში გადაშლილი თეთრი ვარდი ხარ, ლამაზმანების უნაზესი დედოფალი ხარ!!!


13.10.2011

ლამის სახლში შემომეჭრას თუთა,
ლამის თავზე გადამისვას ხელი. . .
დამიძახებს, თავლს ჩამიკრავს მუდამ
ხე მაღალი, ხე ზურმუხტის ფერი. . .
რა ჩურჩული ესმით ჩემთა ყურთა?
რა ჩურჩული?.. დამდაგველი, მწველი. . .
ლამის სახლში შემომეჭრას თუთა,
ლამის წელზე შემომხვიოს ხელი. . .


25.09.2011

როცა მავანი მეკამათება, ზოგი ბუხუნებს და ზოგი ყმუის, ზოგი ძაღლივით აღავღავდება, ზოგიც სისინებს.. რა აგანგაშებთ, გულს რა უკლიათ, ვიცი და მშვიდად დავიკრებ გულხელს: ჩემი თვალები სუფთა სარკეა, ყველა თავის თავს ხედავს და.. უღრენს.


Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут