02.02.2017
......
34, Тбилиси, Грузия

სახლი ოთხკუთხედი სამოსია, სამოსი მოხდენილი-ჩემი ტანი, ტანზე კი თუ მაცვია-ნამუსია, ნამუსი ლოდზე მძიმე საზიდარი. საზიდარს ვუწოდებდი რელიგიას, რელიგიური ვარ ზოგჯერ- ზოგჯერ, ზოგჯერ კი - ღმერთი-ს თქმაც არ შემიძლია, შეძლებით ძლევამოსილს ვჯობნი ორჯერ, ორჯერ-ორს მინიმუმად არ აღვიქვამ, აღვიქვამ გაურკველად ყოფნის საწყისს, საწყისი უამრავი ვიცი სიტყვა, სიტყვა-ცა, სიტყვა-მე, სიტყვა-მარცხი. მარცხ(ნ)იდან მარცხ(ხ)იანი მოდის ევა, ევაც-კი დაეტია სიტყვა "მე"-ში, მე ქალის გამიკვირდა აქ დატევა, დავტიე ხელის გულზეცა და ხელშიც. ხელში მაქვს დაჭერილი შუაღამე, შუაღამისმთეველი ვით ვუსმენ წამმთვლელს, წამმთვლელიც მკითხველივით გავაწამე, გავაწამე რადგან ვთვლი და არ ვთვლემ. ვთვლემ მაშინ როცა სახლი სამოსია, სამოსი მოხდენილი-ჩემი ლექსი, ლექსი კი თუ მაცვია-ნამუსია, ნამუსის ტარება კი მძიმე წესი

19 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут