ვირტუალური ურთიერთობები და მათი ზეგავლენა ადამიანზე
32, Тбилиси, Грузия

მომინდა კომპიუტერსა და ინტერნეტზე წერა.. ეს ყველაფერი ალბათ არსებულმა საუკუნემ მოიტანა, მაგრამ ყველაფერში ხომ უნდა არსებობდეს ზომიერება? მესმის ის რომ დღევანდელ თინეიჯერებს მთელი დღე შეუძლიათ კომპიუტერთან ჯდომა, ფეისბქუზე თუ სოციალურ ქსელებზე ხეტიალი და ა.შ. ჩემს თავსაც ვგულისხმობ რა თქმა უნდა, ნუ იფიქრებთ რომ მხოლოდ სხვებზე ვლაპარაკობ.. ერთადერთი (არა მარტო ეს, მაგრამ ეს ყველაზე მეტად) რაც გულს მირევს, მაღიზიანებს, ნერვებს მიშლის და საშინელ ხასიათზე მაყენებს ეს არის ვირტუალური ურთიერთობები.

დარწმუნებული ვარ შენ, ვინც ამას კითხულობ (ამჯერად გოგონას ვიგულისხმებ) ნამდვილად გქონია ან გაქვს ვირტუალური ურთიერთობა ისეთ ადამიანთან რომელსაც არ იცნობ.. არ გყავს ნანახი. უბრალოდ დაინახე ის ფოტოზე.. მას კი შენი ფოტო ან აქვს ნანახი ან არა.. (მხოლოდ ასეთ ურთიერთობებზე ვილაპარაკებ ახლა, და არა ისეთებზე რომლებიც შეხვედრებით მთავრდება) ეს ყველაფერი პირდაპირ ამაზრზენია, საშინელებაა.. როდესაც მიჯაჭვული ხარ კომპიუტერის ეკრანს.. ერთი სული გაქვს როდის შემოვა ის “ვიღაც” რომელსაც შენ უკვე შენიანად თვლი და გიყვარს (გგონია რომ გიყვარს, ისე კი უბრალოდ შეეჩვიე).. არ დავმალავ, მეც მყოლია ინტერნეტში გაცნობილი მეგობარი გოგოები… მინდ პირდაპირ გითხრათ, ყოველგვარი მიდებ-მოდების გარეშე. თუ თქვენ გყავთ ვირტუალური მეგობარი ან შეყვარებული.. თქვენი ურთიერთობა კი ინტერნეტს და ონლაინს არ ცდება, მაშინ რჩევას მოგცემთ.. ნუ ენდობით იმ ადამიანს ყველაფერში და ეცადეთ იგი დაივიწყოთ. ჩემი აზრით ადამიანი ასეთ ურთიერთობებს მაშინ იწყებს, როდესაც ცხოვრებაში “თავს ვერ იმკვიდრებს”, რაღაც აკომპლექსებს, უცხოსთან კი, რომელიც მას არც უყურებს და არც თვითონ უყურებს თავს კარგად და კომფორტულად გრძნობთ. ეს ხომ თქვენი თავის მოტყუებაა.. თქვენ მასე ცხოვრებაში უნდა შეძლოთ და არა ონლაინში.. არ არის ბევრი ლაპარაკი საჭირო, მოგეხსენებათ ძალიან მიყვარს ფსიქოლოგიური რაღაცეების კითხვა. სწორედ ამ თემაზეც ვნახე რაღაც ფსიქოლოგიური ჩანაწერი, რომელიც როდესაც წაიკითხავთ აუცილებლად დაგაფიქრებთ და სინამდვილედ დაგანახებთ, ამიტომ შეუდექით კითხვას… სიმართლეს მაშინვე მიხვდებით.

❝ რამდენიმე წლის წინ ლონდონში ტრაგედია დატრიალდა: 13 წლის გოგონამ, რომელსაც ინტერნეტქსელში გაცნობილმა ბიჭმა ურთიერთობის გაგრძელებაზე უარი უთხრა, თავი მოიკლა. მათი ურთიერთობა ვირტუალურს არ გასცდენია და ერთმანეთი არასოდეს უნახავთ. თუმცა ამ ამბის ფინალი კიდევ უფრო ტრაგიკული აღმოჩნდა – გამოძიებამ დაადგინა, რომ ბიჭი, რომელთანაც გოგონა მეგობრობდა, სინამდვილეში მისი მეგობრის დედა იყო(!).

ადამიანები საათობით ეკონტაქტებიან ინტერნეტში რეალურ თუ ვირტუალურ მეგობრებს, ერთიანდებიან სხვადასხვა თემატურ ჯგუფში, ათავსებენ ფოტოებს და სულმოუთქმელად ელოდებიან მათზე კომენტარებს, იძენენ და კარგავენ ვირტუალურ შეყვარებულებს და, რაც მთავარია, ამ ყველაფერს ისევე განიცდიან, როგორც რეალურს.

რატომ გახდა ასეთი ურთიერთობები პოპულარული? პირველი მიზეზი ის არის, რომ ადამიანს შესაძლებლობა ეძლევა, ანონიმად დარჩეს და საკუთარი პიროვნების მხოლოდ ის მხარე წარმოაჩინოს, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის. თუ სურვილი ექნება, მას შეუძლია გამოგონილ პერსონაჟადაც იქცეს – შეიცვალოს ასაკი, სქესი, სოციალური სტატუსი და ა.შ. ანუ ვირტუალურად აღმოჩნდეს ბევრად უფრო კომფორტულ მდგომარეობაში, ვიდრე სინამდვილეშია.
მეორე მიზეზი კი ის არის, რომ მომხმარებელს შეუძლია თამამად გამოხატოს შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე, იპოვოს თანამოაზრეები, გაუზიაროს გამოცდილება სხვებს და, შესაბამისად, აიმაღლოს თვითშეფასება.

მესამე მიზეზი კი მოლოდინია: ადამიანებს ყოველთვის აქვთ იმედი, რომ ვირტუალური ურთიერთობები ოდესმე ნამდვილ მეგობრობაში გადაიზრდება.

და მეოთხე, არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზი – ინტერნეტქსელში საუბარი ბევრად გამარტივებულია, საჭირო აღარ არის ემოციების, ჟესტების გამოყენება, რითაც ბევრი უხერხულობა იხსნება.

სოციალურ ქსელებზე მიჯაჭვულობა ყველაზე სახიფათოდ შეიძლება მოზარდისთვის იქცეს. მისთვის რეალური, ადამიანური ურთიერთობები ისედაც რთულად ყალიბდება და იმის მაგივრად, რომ სხვადასხვა ბარიერის გადალახვა ისწავლოს, ბევრად მარტივი ურთიერთობის ფორმას ირჩევს, სადაც აღარ ხდება განცდების, შფოთის, მორცხვობის, სხვა პრობლემების ემოციური დაძლევა. ინფანტილური მოზარდისგან კი ინფანტიკური ზრდასრული ყალიბდება, რომელიც რეალურ ცხოვრებაში ადაპტაციას ვეღარ ახერხებს.

ბოლო დროს ყურადღების ცენტრში მოექცა წყვილების პრობლემა – როცა მათ შორის ერთ-ერთი ინტერნეტდამოკიდებული ხდება. ბევრ ქვეყანაში უკვე დადგინდა, რომ განქორწინებათა 15% სწორედ სოციალურ ქსელებში ჩართულობის მიზეზით ხდება. გახშირებულია ე.წ. “პირველი სიყვარულის პოვნის” პრეცედენტები.

რომანტიკული ურთიერთობები ქსელში ბევრად უფრო მარტივი, ამაღლებული და ყოველდღიური რუტინისგან თავისუფალია. ადამიანს ილუზია უჩნდება, რომ ასე შეიძლება გაგრძელდეს რეალურადაც. ეკრანს მოცილებული კი თავის ცხოვრებას მოსაწყენად, უამრავი პრობლემით დატვირთულად აღიქვამს. ბუნებრივია, გამოსავალს იქ ეძებს, სადაც თავს უკეთ გრძნობს.

დაბოლოს, ფსიქოლოგები თვლიან, რომ ამ პრობლემას ისევე უნდა მივუდგეთ, როგორც ნებისმიერ დამოკიდებულებას, იქნება ეს ალკოჰოლი, ნარკოტიკი თუ აზარტული თამაშები. თუკი მისგან თავის დაღწევა გვინდა, აუცილებლად უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: რა შეიძლება იყოს ამის გამომწვევი მიზეზი, რას გავურბივართ, რა არ გვაკმაყოფილებს რეალურად, რატომ იქცა ინტერნეტი და სოციალური ქსელები თავშესაფრად? და რა უნდა შევცვალოთ, რომ ცხოვრება საინტერესო გახდეს.

101 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут