ჩემი ""მანათობელი "ვარსკვლავი""
28, Тбилиси, Грузия

შემოდგომის ბოლო იყო.
ციოდა.
ჩემს ოთახში ვიჯექი ჩუმად და ოცნებებში ვიყავი დაკარგული.
მეგონა ვერაფერი გამომაფხიზლებდა, თუმცა ფანჯარასთან უცნაურმა შუქმა გაიელვა. დამაინტერესა და მეც ფანჯრისკენ გავწიე, მაგრამ არაფერი ჩანდა.
ბოლოს ფანჯარაც გამოვაღე.
ოთახში ცივმა ქარმა შემოიქროლა, ძვლებში დამიარა და შემაჟრჟოლა.
ფანჯრიდან ეზო მოვათვალიერე. შემდეგ კი ცას ავხედე და სწორედ იქ შევნიშნე იგივე სინათლე ამ სინათლეს ძალიან შორეული ვარკსვლავი ასხივებდა.
მართალია მას როგორც ყველაზე მანათობელს, ისე აღვიქვამდი, მაგრამ ვიცოდი რომ ის ყველაზე შორეული იყო თუმცა საიდან ვიცოდი ეს კი ვერ გამეგო.
ჩემს გონებაში მისი ხმაც კი გავიგონე. ეს იყო ხმა, ისეთი რომელსაც უბრალო სულიერი ვერ გამოსცემდა.
ყოველ ღამე სტუმრობდა ჩემი მანათობელი ვარსკვლავი ჩემს ფანჯარას.
მე კი ვგრძნობდი რომ მასთან მიახლოება მსურდა.
კოშკის აგება დავიწყე რომელიც მას მისწვდებოდა თუმცა ძალიან ვჩქარობდი და ნაჩქარევად აშენებული კოშკი მალევე დაინგრა.
მასთან ასე ახლოს ვიყავი და შემდეგ ისევ მიწას დავენარცხე. ახლა უფრო მძაფრი სურვილი მქონდა მასთან მიახლოების რადგან, კოშკის წვერზე ყოფნისას მისი შუქი მეტად მანათებდა. მე კი, იმ დღიდან მოყოლებული, როდესაც ის ჩემი ფანჯრიდან დავინახე, მხოლოდ მისი შუქით შემეძლო ცხოვრება. ამის გარეშე თავს ცოცხლებში ვეღარ ვთვლიდი.
ბევრი არ მიფიქრია ისე გავიპარე სახლიდან და შევუდექი გზას. გზას მისკენ.
ღამდებოდა, თენდებოდა და შემდეგ ისევ რამდებდოდა მე კი მივდიოდი, მაგრამ ოდნავადაც ვერ მივუახლოვდი მას.
ასე შემოვიარე დედამიწა და ისევ ჩემს სახლში დავბრუნდი. არაფერი მესმოდა და ვერაფერს ვხედავდი, მხოლოდ ერთი სურვილი მქონდა, მასთანმიახლოების სურვილი. რე და ღამე ამის ფიქრში ვიყავი რა მეღონა რომ ეს სურვილი შემესრულებინა, თუმცა ვერანაირ გამოსავალს ვეღარ ვხედავდი, რადგან უკვე ყველაფერი ნაცადი მქონდა.
ალბათ ჩემი ასეთ მდგომარებაში ყურებით, ისიც დაიღალა ძალა მოიკრიბა და ერთი პატარა სხივი ჩემთან გამოგზავნა, რომელმაც ფანჯარაზე მომიკაკუნა. მეც ფანჯარა გავუღე. ეს პაწაწინა სხივი ოთახში შემოფრინდა და ყურში რაღაც ჩამჩურჩულა. მე ვერაფერი გავიგონე მისი ნათქვამიდან, თუმცა იმ წამიდან ვიცოდი რომ უნდა მეპოვა ფრთები რომლებიც, ჩემს მანათობელ ვარსკვლავამდე მიმიყვანდა.
იმ დღიდან დავეძებ ამ ჯადოსნურ ფრთებს და ვიცი რომ აუცილებლად ვიპოვი თუნდაც მსოფლიოს ყოველი მილიმეტრის ნახვა მომიწიოს ამისათვის.
ვიპოვი ფრთებს და გავფრინდები მასთან. ვიფრენ თუნდაც ამას ათასი წელი დასჭირდეს და მაინც მივალ მასთან. ვიცი როდესაც მივუახლოვდები მისი სხივები დამწვავს, თუმცა მაინც შევძლებ ის სიყვარული გადავცე რომელიც ამდენმა ტანჯვამ დამიგროვა მის მიმართ.
და შემდეგ თუნდაც დავიფერფლო, ამაზე უკვე აღარ ვიდარდებ.

44 просмотров
 
Комментарии
hana 06.08.2018

*HEART* *HEART* *HEART* *HEART* *HEART* *HEART* *HEART* *HEART* *HEART* *HEART* *HEART* *HEART* *HEART* *HEART* *HEART* *HI* *HI* *HI* *HI* *HI*

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут