22.06.2015
:((
37, Тбилиси, Грузия

დაკარგავ ადამიანს და თითქოს არაფერიო გაიფიქრებ, თითქოს ვის არ დაუკარგავსო, გაიღიმებ იტყვი ვერ დამაფასა წავიდა მეორე მოვაო,დაველოდები მარტო ხო არ დავრჩებიო, და თუ დავრჩები რა, ვინ არ დარჩენილაო?! იღიმები, იცინი, ერთობი და არაფერს არ იმჩნევ არადა ვინ იცის შინაგანად დანგრეული, განადგურებული გაჩანაგებული ხარ... განა ეს ვის ესმის შენ გარდა, ან იქნებ არც გინდა რომ გაიგონ... თვალზე ცრემლი მოგადგება მოიწმენდ და უძილობას დააბრალებ,უცებ მოიწყენ და იტყვი რავი ესე ვიცი ხოლმეო, არადა... არადა ვინ იცის რომ ის გაგახსენდა, ვინ იცის ის ერთადერთი რას წარმოადგენდა შენვის, ვინ იყო რას ნიშნავდა შეიძლება არაფერს მაგარმ შენთვის ის მთელი სამყარო იყო, შენი საკუთრება იყო, შენში იყო შენი იყო... განა ეს შენ გარდა ვინმეს ესმის? არავის, ან იქნებ არც უდნათ რომ გაიგონ და ამიტომ.. ვერ გაიგებ ძნელია... ამბობენ სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო, მართალია ვის რაში აინტერესებ, სიყვარულს გეფიცებიან და მძიმე დროს თვალებში არ ჩაგხედავენ, ვერ ამოიკითხავენ შენს ტკივლის გატრიალდებიან და ზურგს შეგაქცევენ, იტყვიან ვერ დაგაფასა და ღირსიაო, შენც დაეთანხმები სხვა რა გზა გაქ, ვერ შეეწინააგმდეგები და ვერ დაიცავ რადგან გული გატკინა... არადა ზუსტად ამ მძიმე დროს გჭირდება ახლობლის გაგება და ყურადგება, მაშინ როცა გიჭირს და მაშინ როცა შენი გაგება ძალიან რთულია... მაშინ როცა შენი ღიმილი და სიცილი ფარსია... მაშინ როცა გული ორად გაქ გაპობილი, მაშინ როცა ტირი და ცრემლი არ მოგდის, რაღაც გაკლია და ვერ ავსებ, მაშინ როცა ვერ ლაპარაკობ ცდილობ აზრები სხვა რამეზე გადაიტანო და ძალა არ შეგწევს... მხოლოდ რამდენიმე საათს შემდეგ აანალიზებ მის სიტყვებს და ხვდები რომ ის სამუდამოდ დაკარგე... იცი რომ თუ შემთხვევით შეხვდები მხოლდო მაშინ თუ ნახავ და მაშინაც შეიძლება ყურადღებაც არ მოგაციოს, როცა ხვდები რომ მისი ნათქვამი „მიყვარხარ“ ტყულია, როცა ხვდები რომ მისი ყოველი სიტყვა, შეხვედრა, კოცნა, ჩახუტება ფარსი იყო, ტყუილი იყო ... მაგრამ იქნებ შენ ამ ტყუილშიც ბედნიერი იყავი? იქნებ შეეგუე და ამ მწარე და მტკივნეულ რეალობას ის ტკბილი სიცრუე ჯობდა... რას ვიზამთ ურთიერთობა ორმხრივია, მხოლოდ ერთი ვერ შეინარჩუნებს მხოლოდ ერთი ვერ შეეცდება ყველაფრის შეცვლას, ძნელია იმ ადამიანთან უერთიერთობა რომელსაც შენთან ურთიერთობა არ უნდა, რომელიც ნაბიჯსაც არ დგამს შენსკენ, რომელსაც არც კი ახსოვხარ... რთულია... ასევე რთულია იცხოვრო უიმისოდ, სულ გენატრებოდეს და იცოდე რომ ვერ დაურეკავ, ვერ მიწერ, ვერ ნახავ, ვერ ჩაეხუტები და ხვდები რომ დაკარგე თანაც სამუდამოდ დაკარგე და ვერ დაიბრუნებ, იცი რომ ის შენი აღარაა და დამთავრდა, დამთავრდა და თან წაიღო ყოველი მისი თბილი და ტკბილი სიტყვა, წაიღო და წავიდა, მხოლოდ მოგონებები დაგიტოვა რომელიც დაგტანჯავს... დამთავრდა... ცხოვრება გრძელდება.. გრძელდება უიმისოდ...და შენ უნდა დაუბრუნდე ძველ ცხოვრებას სადაც ის არ ჩანდა... როდესაც მას არ იცნობდი... დამთავრდა... წავიდა....

31 просмотров
 
Комментарии
zum 08.08.2015

sruli cheshmaritebaa

kessaria 22.06.2015

eeeeehhh:(

nenenene27 26.06.2015

:(

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут