me vadgegrdzeleb namdvil mamakacs
46, Тбилиси, Грузия

მე ვადღეგრძელებ ყველა მამაკაცს,
ვისაც თან დასდევს ცოლის სახება,
ვისთვისაც მისი მეუღლე არის
ყველა ღმერთი და ყველა ხატება.
ვისაც სურს ცოლი ნახოს ყოველთვის
გაღიმებული და ბედნიერი,
მეუღლე ვისთვის არის ყოველთვის
შეუცნობელი და მშვენიერი.
ვინც უყვართ გულით,ისიც ყოველთვის
სითბოთ,სინაზით,გრძნობით სავსეა,
ვინც თვით სიცოცლის დასასრულისთვის,
მაინც კვლავ ტრფობის გარიჟრაჟზეა

2 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут