************************************************
32, Поти, Грузия

ამერიკაში ემიგრირებული 15 წლის ებრაელი ბიჭი ერთ-ერთ კანტორაში შევიდა‚ იქნებ ჩემთვის რამე სამსახური გქონდეთო.

– თქვენი განათლება‚ რა გაქვთ დამთავრებული?

– არაფერი...

– თქვენთვის არანაირი სამსახური არ გვაქვს...

გაბრაზებული ბიჭი გამოვიდა‚ იყიდა ორი ფორთოხალი‚ ჭიქაში ჩაწურა‚ გამვლელს მიჰყიდა‚ შემდეგ ოთხი ფორთოხალი იყიდა‚ კვლავ გამოწურა წვენი‚ ისიც გაყიდა... შემდეგ წვენსაწური იყიდა‚ შემდეგ პატარა წვენგამოსახდელი საწარმო ააგო... გახდა მილიონერი და მასთან ინტერვიუს ასაღებად ჟურნალისტი მივიდა:

– ასეთ წარმატებას მიაღწიეთ‚ ასეთი ქონების პატრონი გახდით‚ ალბათ უაღრესად განათლებული ხართ‚ რა დაამთავრეთ?

– არაფერი‚ გაუნათლებელი ვარ.

– ღმერთო ჩემო‚ ვერც წარმომიდგენია‚ თქვენ რომ რაიმე განათლება გქონოდათ‚ რას მიაღწევდით...

– მე გეტყვით: რიგით თანამშრომლად ვიმუშავებდი – ჯერ კანტორაში‚ შემდეგ ოფისში.

20 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут