ვაშლის ღვეზელის რეცეპტი მამაკაცებისთვის გასაგებ ენაზე:
32, Поти, Грузия

ვაშლის ღვეზელის რეცეპტი მამაკაცებისთვის გასაგებ ენაზე:
1. აიღეთ მაცივრიდან 10 კვერცხი, დადეთ მაგიდაზე დარჩენილი შვიდი და მოწმინდეთ იატაკი. სხვა დროს უფრო ყურადღებით იქნებით.
2. აიღეთ თასი და მის კიდეზე ჩატეხეთ კვერცხი. ჩაასხით კვერცხის შიგთავსი თასში
3. მოწმინდეთ მაგიდაზე დაქცეული კვერცხი აკურატულად. მაშ ასე: თასში გვაქვს 5 კვერცხი.
4. ახლა აიღეთ მიქსერი, გაუკეთეთ სათქვეფი ჯოხები და დაიწყეთ თქვეფა. ახლა სცადეთ და კიდევ ერთხელ დაუმაგრეთ ჯოხები - ამჯერად საიმედოდ. ათქვიფეთ.
5. მოიბანეთ სახე, ყელი, ხელები. საბოლოოდ, თქვენ თასში დაგრჩათ ორი ათქვეფილი კვერცხი. სწორედ ამდენი გჭირდებათ ღვეზელისთვის!
6. დაამატეთ შაქარი - წინასწარ გასინჯეთ, ხომ ნამდვილად ტკბილია?
7. სამზარეულოს ტექნიკასა და ავეჯს გაზეთები ან რაიმე ქსოვილი გადააფარეთ - ფქვილის ჩაყრის დროა!
8. ჩაყარეთ ჭიქაში 200 გ და ჩაამატეთ თასში. დანარჩენი 800 გ მოხვეტეთ და ისევ უკან ჩაყარეთ პაკეტში.
9. თუ დარწმუნდით, რომ გარშემო ყველაფერს გადააფარეთ გაზეთები, დაიწყეთ თქვეფა. შემდეგ აბაზანაში ტანსაცმელი გამოიცვალეთ, გაფერთხეთ და წყალი გადაივლეთ.
10. აიღეთ 4 ვაშლი და ბასრი დანა. ახლოს იქონიეთ იოდი, პლასტირი, ბინტი. დაიწყეთ ვაშლის გათლა.
11. დაიმუშავეთ ცერა თითი იოდით და გადაიხვიეთ. დაჭერით ვაშლი კუბებად და გახსოვდეთ, რომ 2 ვაშლი გვჭირდება. ასე რომ მხოლოდ ნახევარი შეგიძლიათ შეჭამოთ.
12. ერთადერთი დარჩენილი და დაჭრილი ვაშლი ჩაამატეთ ცომში. აკრიფეთ იატაკიდან ნარჩენები და მოასუფთავეთ.
13. ცომი ჩაასხით ტაფაში და შედგით ღუმელში.
14. 1 საათის შემდეგ, ვერანაირ ცვლილებას რომ ვერ შენიშნავთ, ჩართეთ ღუმელი 180 გრადუსზე.
15. გამოღვიძების შემდეგ, 112-ზე დარეკვა საჭირო არ არის, უბრალოდ, ფანჯრები გამოაღეთ. ღუმელი კი გამორთეთ.
16. შემდეგ ჩადით მაღაზიაში, სახლის ახლოს, იყიდეთ პური, ძეხვი, კიტრის მწნილი.

94 просмотров
 
Комментарии
Despicableme 07.10.2014

:D :D ზოგს შეიძლება ქალზე მეტად კარგი ხელი ქონდეს და უფრო სუფთადაც გააკეტოს.მარა ეგეთები ერთეულები იქნებიან.კარგი იყო ,მომეწონა *THUMBS UP*

mildo 07.10.2014

ცოდო როგორ უწვალია და დაუმახსოვრებია:)ამას კაი მეგობარი გოგო უნდა და მხოლოდ რეცეპფტთან ერთად მმნმმმ

nat-k-nat 07.10.2014

:D *THUMBS UP*

Aleko 08.10.2014

ეს ბლოგი ჩემზე არაა ხომ ასეა? :D

tylarchi tylarchi 09.10.2014

არ ვიცი... შეიძლება :D

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут