27.12.2011
nnnnnnnnnnnn
40, Тбилиси, Грузия


ra grdznobaa siyvaruli
ალბათ ყველას გაინტერესებთ რა გრძნობაა სიყვარული, როგორია.ამის პასუხი მეცნიერებმა წლების განმავლობაში ვერ დაადგინეს და ვერც დაადგენენ. მაგრამ ამ ყველაფერს ადამიანები თავისებურად, თავისი ენით ხსნიან. როცა ვინმე გიყვარს და თუ მასაც უყვარხარ სამყარო სხვანაირი გეჩვენება, ამ ქვეყნად არაფერი გწყინს, ყველაფერი გიხარია. თვალები გიბრწყინავს სიხარულისგან, გგონია რომ მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ხარ და ეს ბედნიერება არასოდეს დასრულდება. შენი რჩეული შენთვის ყველაფერია, ის შენთვის სამყაროს ცენტრია. დღე იწყება მასზე ფიქრით და ამითვე მთავრდება. ვინც არ უნდა ეცადოს ვერავინ ვერ შეგაცვლევინებს მასზე აზრს. გგონია რომ სულ ერთად იქნებით. მის გვერდით თავს დაცულად გრძნობ და არაფრის გეშინია. სიყვარული ხშირად შენზე ძლიერია, ხშირად არ გყოფნის გულში ადგილი რომ ის დაიტიო. გინდა იტირო, იყვირო რომ გიყვარს. გგონია რომ ვერავინ ზიანს ვერ მიაყენებს შენს გრძნობებს. ღოცა იჩხუბებთ ფიქრობ, რომ სამუდამოდ დაკარგე. ამ დროს გავიწყდება ყველაფერი. გახსოვს მხოლოდ მისი სახე, თვალები, ხმა, შეხება, კოცნა….. ამ დროს შენ ყველაზე უბედური ხარ, სიყვარული ამ დროს უFრო მატულობს…
პირველი სიყვარული ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზია. ის ყველასგან განსხვავდება. არ აქვს მნიშვნელობა როდის: 10-ის, 15-ის თუ 25 წლის ასაკში. ყველაზე ლამაზი ალბათ სიყვარული გარდატეხის პერიოდსშია. ამ დროს ყველაფერს მწარედ განიცდი, უფრო რომანტიული ხდები ვიდრე საერთოდ. პირველი სიყვარულის დავიწყება ძალიან ძნელია. პირველი კოცნა, პირველი ცრემლი, ტკივილი, სიხარული, სითბო, ალერსი, ჩახუტება. ეს ყველაფერი ყოველთვის შენში რჩება…
ორიდან ერთ-ერთი ყოველთვის ტოვებს. მთავარი ისაა რომელი რომელს დაასწრებს. ბედნიერება იწყება შენიტ და შენიტვე მთავრდება. მხოლოდ ოცნება გვაიძულებს სინამდვილეს შევეგუოტ. ადამიანმა უნდა გაიაროს სიყვარულის ეკლიანი გზა. თავის არიდებით საქმეს ვერ უშველი. რასაც დაივიწყებ ის მერე მთელს სიცოცხლეში გაკლია. სიყვარული მარადიული სასწაულია. უსიყვარულოდ დრო გაჩერებულია, მხოლოდ საათი მიდის. განშორებისას სიხარულს არ გრძნობ მაშინაც კი როცა სასოწარკვეთას ემშვიდობები. სიკვდილი არასოდეს არ იქნება სასაცილო. ქალს ან გაღმერტება უნდა ან მიტოვება. წუთისოფლის მთელი სიმართლე სილამაზის მხარესაა. კაცს არ სურს დაკარგოს დამოუკიდებლობა. ყველაფერი იწყება წვრილმან ამბებზე. თავიდან არ აქცევ ყურადგებას და უეცრად ჩვეულების ბადეში აღმოჩნდები გახვეული. მას ბევრი სახელი აქვს, ერთ-ერთი მათგანი სიყვარულია. არაფერს არ უნდა შეეჩვიო, ადამიანის სითბოსაც კი………..
თუ არ გტკივა ე.?. არც გყვარებია..........

1 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут